საკი: "გვარდიოლას ვარსკვლავების დატოვება არ სურდა"

13-09-2018, 20:04

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა, არიგო საკიმ პეპ გვარდიოლას კატალონიის "ბარსელონაში" დანიშვნის პერიოდი გაიხსენა.

"როდესაც პეპი პირველ გუნდში დააწინაურეს, ის მივიდა პრეზიდენტთან და უთხრა, რომ ოთხი ფეხბურთელი არ სჭირდებოდა."

"ესენი იყვნენ გუნდის საუკეთესო მოთამაშეები: ანრი, დეკო, ეტოო და რონალდინიო."

"ამის შემდგომ პრეზიდენტმა ჰკითხა, თუ ვისი დამატება სურდა, რაზეც პეპმა უპასუხა, რომ ახალი მოთამაშეები არ იყო საჭირო და მათ სარეზერვო გუნდიდან დაიმატებდა."

"საბოლოოდ, პრეზიდენტმა მას ზემოხსენებული ოთხი მოთამაშიდან მინიმუმ ერთის დატოვება მოსთხოვა. გვარდიოლამ კი მხოლოდ ეტოო შეინარჩუნა." - განაცხადა საკიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
22 სექტემბერი
-
22 სექტემბერი
-
22 სექტემბერი
-
მოგებული

ცხრილები

დაგვიმეგობრდით