ლოპეტეგი ერერას შეხვდა

13-09-2018, 20:07

როგორც ჩანს, მადრიდის "რეალი" მომავალი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ახალ ნახევარმცველს დაიმატებს.

ესპანური გამოცემა Diario AS-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" მთავარ მწვრთნელ ხულიენ ლოპეტეგის "პორტოს" კაპიტნის, ექტორ ერერას დამატება სურს.

წყაროს ცნობით, ესპანელი სპეციალისტი უკვე შეხვდა 28 წლის მექსიკელ ფეხბურთელს ჰოტელ "იეტმანში" და მას სავარაუდო ტრანსფერზე უკვე ესაუბრა.

დიდი ალბათობით, პორტუგალიელები ერერას 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაუშვებენ. მისი შეძენით კი მადრიდის "რეალის" გარდა ასევე ლონდონის "ტოტენჰემიც" არის დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
22 სექტემბერი
-
22 სექტემბერი
-
22 სექტემბერი
-
მოგებული

ცხრილები

დაგვიმეგობრდით