რატომ არ დაიმატა კილიან მბაპე "ჩელსიმ"?!

13-09-2018, 20:13

კილიან მბაპე თანამედროვეობის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება. თუმცა, შესაძლოა მისი მომავალი სულ სხვანაირადაც კი განვითარებულიყო.

როგორც ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა სკაუტმა, დანიელ ბოგამ განაცხადა, გუნდი ახლოს იყო ფრანგი თავდამსხმელის დამატებასთან.

"სანამ მბაპე სინჯებზე "რეალში" წავიდოდა, ის 2012 წელს ჩვენც გვყავდა მიწვეული და გუნდის საწვრთნელ ბაზაზეც ივარჯიშა."

"ეს ისტორია ასე დაიწყო. საფრანგეთში ყოფნის დროს მეგობარმა მისი თამაშის ხილვა მირჩია. როგორც კი მბაპეს თამაში ვნახე, სასწრაფოდ დავიწყე მისი "ჩელსიში" წაყვანაზე მუშაობა."

"მე ის ოჯახთან ერთად წავიყვანე. "ჩარლტონთან" თამაში გუნდმა 7-0 მოიგო და ის საუკეთესო იყო. მახსოვს, დედამისმა მითხრა, თუ მისი დამატება გსურთ, ახლავე უნდა გააკეთოთ ეს, თორემ 5 წლის შემდგომ მის წასაყვანად 50 მილიონი ევრო დაგჭირდებათ."

"თუმცა, საბოლოოდ გუნდმა იგი არ დაიტოვა. მიზეზად კი მისი სიზარმაცე დასახელდა. როგორც ხედავთ, ეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი შეცდომაა." - განაცხადა ბოგამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით