მარსელომ თავისი დანაშაული აღიარა

13-09-2018, 20:18

მოგეხსენებათ, ესპანეთის სასამართლო მადრიდის "რეალის" ვარსკვლავ მარსელოს გადასახადების დამალვას ედავებოდა. დღეს საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

კერძოდ, ბრაზილიელმა მარცხენა მცველმათავისი დანაშაული აღიარა და მზადაა ჯარიმის გადასახდელად.

როგორც ცნობილია, 30 წლის ფეხბურთელმა გასული წლების განმავლობაში ესპანეთის საგადასახადო სისტემას 490 ათასი ევროს ოდენობის თანხა დაუმალა. ამის გამო კი მას ოთხთვიანი პატიმრობა და ჯარიმის სახით 750 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

ესპანეთის კანონების მიხედვით თუ დამნაშავე დანაშაულს პირველად ჩადის და მას სასჯელად 2 წელზე ნაკლები განესაზღვრება, მაშინ მას ციხეში არ მოუწევს წასვლა. შესაბამისად, მარსელოს ამჯერად მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმის თანხის გადახდა მოუწევს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით