აგუერო: " გამოჯანმრთელების კურსი წარმატებით დასრულდა"

13-09-2018, 22:10

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, სერხიო კუნ აგუერომ, ბრიტანულ მედიასთან  საკუთარ სათამაშო ფორმაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ის ახლა თავს კარგად გრძნობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კარიერის მწვერვალს მიაღწიოს.

"გულწრფელად რომ გითხრათ, თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ. პროფესორმა კუგატმა ოპერაცია დიდებულად ჩაატარა და არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ".

"ბოლო ხანებში, დროთა განმავლობაში ტკივილების გადატანა მომიწია და სეზონის ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ პრობლემის მოგვარების დრო იყო. სარებილიტაციო კურსი წარმატებული გამოდგა".

"ვერ ვიტყვი არის თუ არა ამ სეზონის სტარტი ჩემს კარიერაში საუკეთესო, მაგრამ ასე კარგად თავი დიდი ხანია არ მიგრძვნია. ეს ჩემს თამაშზეც აისახება.

"ახლა ჩემი მიზანი ოპტიმალური სათამაშო ფორმის შენარჩუნება და ბოლომდე ბრძოლაა", - განაცხადა აგუერომ.

30 წლის არგენტინელმა ფორვარდმა ახალ სეზონში სულ 5 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით