საუთგეითი: "რეშეფორდის შედარება რონალდუსთანაც შეიძლება"

13-09-2018, 22:16

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეითმა, მარკუს რეშფორდზე ისაუბრა და ახალგაზრდა ინგლისელი შეაქო.

"რეშფორდი ნამდვილად ტალანტია. უნდა გავიხსენოთ და აღვნიშნოთ, რომ ჰარი კეინი ამ ასაკში "ტოტენჰემის" ძირითადი მოთამაშეც კი არ იყო".

"მისი შედარება ისეთ მოთამაშეებთანაც შეიძლება, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა. ზოგიერთი ფინტი და მოძრაობა რონალდუს პატარა ასაკშიც შთამბეჭდავი ჰქონდა, მაგრამ ვერ გაჰქონდა იმდენი გოლი, რამდენიც ახლა გააქვს".

"ასე, რომ მარკუსს გაზრდის საშუალება აუცილებლად უნდა მივცეთ. მან უკვე ჩაატარა ბევრი მატჩი და არც ისე ცოტა გოლის გაიტანა შეძლო. შესაძლოა, მას სტაბილურობა აკლია, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმითომ, რომ იგი სრულიად თავდაჯერებულია", - განაცხადა ინგლისელმა სპეციალისტმა.

20 წლის მარკუს რეშფორდი "მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილია და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 2016 წლიდან ასპარეზობს - 27 მატჩი და 5 გატანილი გოლის ავტორია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით