• 22-08-2023
    ლევანდოვსკი: "კეინი ბუნდესლიგისთვის უდიდესი შენაძენია"
    ლევანდოვსკი: "კეინი ბუნდესლიგისთვის უდიდესი შენაძენია"
    ავტორი
    Aa

    "ბარსელონას" პოლონელ გოლეადორს, რობერტ ლევანდოვსკის თავისი ყოფილი გუნდის, მიუნხენის "ბაიერნის" მიერ განხორციელებული სარეკორდო ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს აზრი.

    35 წლის თავდამსხმელს იმასაც შეეკითხნენ, ელოდება თუ არა ჰარი კეინისგან ბუნდესლიგის ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდის მოხსნას.

    "ჰარი კეინი "ბაიერნში"? იგი "ბაიერნისთვის" და ბუნდესლიგისთვის უზარმაზარი დანამატია. ჰარი ბრწყინვალე ცენტრფორვარდია.

    დაამხობს თუ არა ჩემს რეკორდს? ის თავის შესაძლებლობებს აუცილებლად გამოავლენს... უბრალოდ მიეცით საშუალება, რომ თავისი საქმე მშვიდად აკეთოს. გთხოვთ, ჩემს რეკორდებზე არ იჭორაოთ," - თქვა რობერტმა.

    შეგახსენებთ, რომ 2020/2021 წლების სეზონში ლევანდოვსკიმ გერმანიის ჩემპიონატში 41 გოლი გაიტანა და ახალი რეკორდიც დაამყარა. რაც შეეხება კეინს, ჰარიმ ბრემენის "ვერდერთან" ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში თავი 1 გოლით და 1 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები