თბილისის “ლოკომოტივმა“ იუთუბერი დაიმატა

14-09-2018, 11:02

თბილისის ლოკომოტივში ამერიკელი ლეგიონერი უილიამ ოლურემი ჯონი ითამაშებს.

33 წლის ამერიკელ ფორვარდს “იუთუბზე“ საკუთარი არხი აქვს სადაც ის ახალგაზრდა დამწყებ ფეხბურთელებს ფინტებს და სხვადასხვა ტექნიკურ მოძრაოებებს ასწავლის.

ოლურემი ჯონს “იუთუბზე“ 300.000 - ზე მეტი გამომწერი ყავს და მისი ვიდეოები საკმაოდ პოპულარულია.

ბოლოს ოლურემი ჯონი ფინეთის ჩემპიონატში, “როვანიემში“ თამაშობდა.

მან ასევე აშშ-ის 20 წლამდე ნაკრებში 24 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით