"ნიცამ" ბალოტელი გუნდიდან მოკვეთა

14-09-2018, 14:49

"ნიცამ" მარიო ბალოტელი გუნდიდან მოკვეთა.

პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვი მთავარი მიზეზი იტალიელი ფორვარდის ჭარბი წონაა. თავდაპირველად, იტალიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის დროს, გამოჩნდა, რომ მარიოს წონის პრობლემა აქვს.

პრესა წერდა, რომ სეზონის წინ, 28 წლის შემტევი 100 კილოს იწონიდა, თუმცა მან კლება მოახერხა.

ამ ეტაპზე, ბალოტელი "ნიცას" ვარჯიშებზე აღარ ჩანს.

შეგახსენებთ, რომ მარიო "ნიცაში" 2016 წლიდან ასპარეზობს, ამ დროში 51 თამაში ჩაატარა და მის ანგარიშზე 33 გოლია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით