მბაპე: "ვისურვებ ლიგის ფინალში კრიშტიანუს "იუვეს" დავუპირისპირდეთ"

14-09-2018, 14:57

ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" ფორვარდმა კილიან მბაპემ, პრესასთან ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

ფრანგს სურს, რომ ფინალში სწორედ კრიშტიანუს "იუვენტუსს" დაუპირისპირდეს.

"არ მომერიდება ვთქვა, რომ რონალდუს "იუვენტუსში გადასვა წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. პირველ რიგში, მან იტალიური ფეხბურთი მაღალ საფეხურზე აიყვანა. ყველამ ვიცით იტალიური კლუბების ძველი ბრწყინვალების შესახებ, იქ ყოველთვის დიდებული კლუბები იყვნენ, თუმცა ბოლო პერიოდში რაღაც აკლდათ".

"კრიშტიანუს "ბებერ ქალბატონში" გადასვლის შემდეგ, სერია ა-ს ქომაგები მეტი მონდომებით უგულშემატკივრებენ".

"ბიანკონერის" აქამდეც არ აკლდა ძლიერი მოთამაშეები, ისინი ლიგის ფინალში ორჯერ გავიდნენ და მათ სიძლიერეს ეს ფაქტიც ადასტურებს. თუმცა, კრიშტიანუს მისვლის შემდეგ ისინი გაცილებით ძლიერები გახდებიან".

"ვისურვებდი, "პსჟ" და "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ, ეს საოცარი რამ იქნება",-განაცხადა მბაპემ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით