დიბალა: "რონალდუსა და მესისთან ერთად ერთ გუნდში თამაში დიდი გამოცდილებაა"

14-09-2018, 15:06

მოგეხსენებათ, პაულო დიბალას აქვს პატივი მოედანზე ითამაშოს 21-ე საუკუნის ორ ვარსკვლავთან, ლიონელ მესისთან და კრიშრტიანუ რონალდუსთან ერთად. ის არგენტინის ნაკრებში მესისთან ერთად გამოდის, ხოლო ახალი სეზონიდან კი "იუვენტუსში" კრიშტიანუს თანაგუნდელია.

როდესაც რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლლის შესახებ გახდა ცნობილი, პრესაში ვრცელდებოდა ჭორი, რომ დიბალას კრიშტიანუსთან კონკურენციის ეშინოდა. ახლა კი ის პასუბონს კითხვას, თუ რა იგრძნო როცა რონალდუს "ბიანკონერიში" გადასვლის შესახებ შეიტყო.

"როდესაც ეს ახალი ამბავი გავიგე ზუსტად იგივე ვიგრძენი, რასაც მესის დროს ვფიქრობდი, როდესაც პირველად მასთან ერთად არგენტინაში ვითამაშე - ახლა მაქვს შანსი "იუვეში" რონალდუსთან ერთად ვითამაშო. ეს დიდებული გამოცდილებაა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის".

"მასთან ყველაფერი კარგად არის და მთელი სეზონი წინ გვაქვს", - განაცხადა დიბალამ



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით