პირლო: "დიბალას რონალდუს მონდომება სჭირდება"

14-09-2018, 15:12

ფეხბურთის ლეგენდამ ანდრეა პირლომ იტალიურ მედიასთნ პაულო დიბალას შესახებ გააკეთა კომენტარი. 

მოგეხსენებათ, 2018-2019 წლების სეზონში ფეხბურთელის მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. მან 270 შესაძლო წუთიდან, არგენტინელმა მხოლოდ 100 წუთი ითამაშა. ამ ფაქტს, პირლო ფეხბურთელის ნაკლებ მონდომებას აბრალებს.

"პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ სეზონის სტარტია და ამ დროს სირთულეები ბევრი იქნება, ასეთ სირთულეებს არა მხოლოდ დიბალა, არამედ სხვებიც წააწყდებიან, მაგრამ დღეს მისი სიტუაცია ყველაზე თვალშისაცემაი".

"პაულოს რაც შეეხება, ის კრიშტიანუ რონალდუს მონდომებით რომ ვარჯიშობდეს, მისი ძირითად შემადგენლობაში არ დაყენება რთული  და უფრო მეტიც, შეუძლებელი იქნებოდა".

"როდესაც, მთავარი მწვრთნელი არ გათამაშებას, ესეიგი არსებობს რაღაც, რაც უკეთ უნდა გააკეთო. ცხადია, დიბალას კლასი ეჭვგარეშეა, მაგრამ მეტი მონდომება მართებს ", -ციტირებს Football Italia.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
22 სექტემბერი
-
22 სექტემბერი
-
22 სექტემბერი
-
მოგებული

ცხრილები

დაგვიმეგობრდით