ნევილი: "მანჩესტერი" პოგბას გარეშეც "მანჩესტერი" იქნება, იქ წავიდეს სადაც უნდა"

14-09-2018, 15:23

"მანჩესტერი იუნაიტედის"  ექს-ფეხბურთელმა და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტმა, გარი ნევილმა პოლ პოგბაზე ისაუბრა.

ფრანგ ნახევარმცველს "იუნაიტედის" დატოვება სურდა, თუმცა კლუბმა მას წასვლის საშუალება არ მისცა.

"იუნაიტედს" ისე რომ შევხედო, როგორც რიგითი ფანები უყურებენ ვიტყვი, რომ არავინ არის კლუბზე დიდი, და ეს ასეცაა".

"პოლ, თუ წასვლა გინდა, წადი, "იუნაიტედი" მაინც კარგად იქნება. ამაზე არ იდარდო".

"რას აკეთებენ დირექტორები? ვფიქრობ, რომ მათ პოგბას წასვლის შემთხვევაში, ზუსტად იმ თანხის მიღება სურთ (90 მილიონი ფუნტი), რა თანხაც მათ "იუვენტუსს" გადაუხადეს. შესაბამისად, ყველაფერს აჭიანურებენ", - განაცხადა ნევილმა ბრიტანულ მეიდიასთან ინტერვიუში.



  • Joe Hart
  • 14 სექტემბერი 2018 16:32
ბარსელონაში მოვა პოგბა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით