პირლო: "არავის უთქვამს, რომ პოგბას დაბრუნება არ შეუძლია"

14-09-2018, 15:32

მოგეხსენებათ, პრესაში ბოლო დროს ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ პოგბას "მანჩესტერიდან" წასვლა უნდა და მას ისევ "იუვენტუსში" დაბრუნება სურს.

ანდრეა პირლომ პოლ პოგბას შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

"პოგბას ტრანსფერი? როდესაც მან გუნდი დატოვა გაკვირვებული ვიყავი, რადგან კლუბი ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობს და ამ დროს ვიღაც წავიდა ეს ძალიან უცნაური ნაბიჯი იყო".

"როგორც აღმოჩნდა მან "იუნაიტედში" საკუთარი თავი ვერ იპოვა და შინ დაბრუნება სურს".

"არავის უთქვამს, რომ პოგბას "იუვენტუსში" დაბრუნება არ შეუძლია", - განაცხადა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, ფრანგმა "იუვენტუსი" დატოვა და 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ "მანჩესტერში" გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
22 სექტემბერი
-
22 სექტემბერი
-
22 სექტემბერი
-
მოგებული

ცხრილები

დაგვიმეგობრდით