"ევერტონს" ინგლისის პრემიერ ლიგაში ქულებს დაკლებენ

14-09-2018, 19:11

როგორც ბრიტანული გამოცემა BBC იტყობინება, "ევერტონს" ინგლისის პრემიერ ლიგაში ქულების დაკლება ემუქრება. პირველადი ინფორმაციით ეს გამოწვეულია არალეგალური მოლაპარაკებების გამო.
 
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლივერპულური კლუბი "უოტფორდის" ექს-მთავარ მწვრთნელთან - მარკო სილვასთან არალეგალურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

როგორც მოგეხსენებათ, სილვამ "უოტფორდი" 2018 წლის იანვარში დატოვა და მაისში "ევერტონი" ჩაიბარა.
 
მერსისიადული კლუბის ხელმძღვანელებმა იურსტები დაიქირავეს აღნიშნული საქმის გამოსაძიებად. ისინი უახლოეს მომავალში მარკო სილვას საელეფონო ჩანაწერის გაშიფრვას გეგმავენ, იმისათვის, რომ გაიგონ თუ რასთან დაკავშირებული საუბრები ჰქონდა კლუბის თავკაცს "ევერტონთან" და სხვა კლუბებთან.

უახლოეს მომავალში პრემიერ ლიგის წარმომადგენლენი და "ევერტონს" იურისტები გადაწყვეტილებას მიიღებენ და ცნობილი გახდება დააკლდება თუ არა კლუბს ქულები.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
22 სექტემბერი
-
22 სექტემბერი
-
22 სექტემბერი
-
მოგებული

ცხრილები

დაგვიმეგობრდით