"მილანმა" "ბარსასთან" მოლაპარაკებები დაიწყო?

5-10-2018, 17:25

"მილანს" 24 წლის დენის სუარესის გადაბირება აქვს გადაწყვეტილი, რომელიც "ლა მასიას" აღზრდილია, თუმცა "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.

ამას ემატება ახლად შეძენილი არტური, რომელიც ვალვერდესათვის უფრო საინტერესო მოთამაშეა.

სუარესის შეძენა "ნაპოლისაც" სურდა, თუმცა ამ ტრანსფერის ინიციატორი მაურისიო სარი იყო, კარლო ანჩელოტიმ კი მასზე უარი თქვა. გასულ სეზონში "ბლაუგრანა" დე ლაურენტისისაგან 50 მილიონ ევროს ითხოვდა.

ამჟამად განსხვავებული სიტუაციაა, დენისს თავად სურს კატალონიის დატოვება. ამასთან ერთად ლომბარდიელებს ნეაპოლიტანელებთან შედარებით უპირატესობა აქვთ - მალდინისა და ლეონარდოს ბრაიდასთან შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით