კლოპი: "ტოტენჰემი" ძლიერია და ახლა მათთან თამაშს საუკეთესო დრო არ არის"

15-09-2018, 14:23

"ლივერპულის" თავკაცს იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბევრ მოთამაშეს ჯერ კიდევ დასვენება სჭირდება, მათ შორის "ტოტენჰემის"  შემტევი  ჰარი კეინიცაა.

მედიასთან ინტერვიუში მან, ასევე "ტოტენჰემთან" დაგეგმილ მატჩზე ისაუბრა.

"ჩემი აზრით, მუდიალის შემდეგ ნაკლების ფეხბურთელებს საკმარისად ჯერაც არ დაუსვენიათ, ასეთი ბევრი გამოიკვეთა, მაგრამ განსაკუთრებით კეინზე მინდა აღვნიშნო. იგი პირველივე მატჩიდან თამაშობდა და მას, ჩვენს მსგავსად, დასვენება აუცილებლად სჭირდება".

"ვფიქრობ, ჰარი ასეთ რეჟიმს სეზონის ბოლომდე ვერ გაუძლებს. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ის ცოტას დაისვენებს და ფორმაში მალე ჩადგება, ის უმაღლესი დონის ფორვარდია".

"ტოტენჰემს" ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს. ეს იმდენად კარგია, რომ მათ ალისა და ლორისის შეცვლის საშუალებაც კი აქვთ. "ტოტენჰემი" ძლიერია და არ მგონია ახლა მათ წინააღმდეგ თამაშის საუკეთესო დრო იყოს".

შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" - "ტოტენჰემის" შეხვედრა 15 სექტემბერს, უემბლიზე, თბილისის დროით 15 საათსა და 30 წუთზეა ჩანიშნული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი

დაგვიმეგობრდით