ხარაიშვილი "აიაქსის" ინტერესთა სფეროშია

16-09-2018, 10:12

შვედურმა საიტმა aftonbladet.se-მ დაწერა, რომ “აიაქსი“ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით ,გიორგი ხარაიშვილით დაინტერესდა.

როგორც,იცით გიორგი ხარაიშვილი "საბურთალოს" საკუთრებაა და ის განათხოვრებული ჰყავს შვედურ კლუბ “გოტებორგში“.

"შვედეთის ჩემპიონატი ძალიან მაღალი დონისაა,აქ თამაში მომწონს და თავს კარგად ვგრძნოვბ,ჯერ-ჯერობით არსად გადასვლას არ ვაპირებ", -თქვა გიორგიმ. 

"აიაქსის" მთავარი სკაუტი ჰენკ ველდმატე "გეტებორგის" მატჩებს ხშირად ესწრება და გიორგი ხარაიშვილს აკვირდება,

თავად “გოტებორგის“ დირექტორი ადასტურებს,რომ გიორგის გადაბირებით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული მათ შორის “აიაქსიც“.

გიორგი ხარაიშვილი "გეტებორგს" თებერვალში შეუერთდა და 18 მატჩში 5 გოლიც გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით