ვერტონგენმა რობერტო ფირმინოს თვალი არ დაინდო (ვიდეო)

16-09-2018, 15:59

შაბათს, პრემიერ ლიგის მე-5 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ტოტენჰემმა და ლივერპულმა მიიღეს. გეტყვით, რომ იურგენ კლოპის შეგირდებმა მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხეს (1:2). 

საგულისხმოა, რომ 5 ტურის შემდეგ, მერსისაიდელები სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან. მატჩის პირველი ტაიმი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა (1:0), ხოლო მეორე ტაიმის 54-ე წუთზე ბრაზილიელმა, რობერტო ფირმინომ სხვაობა 2-ბურთიანი გახადა.

სამხრეთ ამერიკელის გოლიდან 20 წუთში მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. მასპინძელთა მცველმა, იან ვერტონგენმა მეორე გოლის ავტორს თვალში თითი ჩაარჭო. საბოლოოდ, 74-ე წუთზე ფირმინო მოედნიდან გასაყვანი გახდა. 

90 წუთის დასრულების შემდეგ, გაირკვა, რომ ტრავმირებული ფირმინო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. სამედიცინო შტაბი იუწყება, რომ მისი დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა, თუმცა 18 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურს, დიდი ალბათობით, გამოტოვებს. 

შეგახსენებთ, რომ ლივერპული მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ტურნირზე ფრანგულ პსჟ-ს დაუპირისპირდება. თომას ტუხელის შეგირდები შარშანდელი ფინალისტის დამარცხებას შეეცდებიან, თუმცა უნდა ითქვას, რომ პარიზელებს ნეიმარ ჟუნიორის სახით დიდი დანაკლისი ექნებათ.

„პარკ დე ფრანსის“ ბინადრების ლიდერი ტრავმირებულია. მან ლიგა 1-ის გასული ტურის მატჩიც გამოტოვა. 





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით