"რეალმა" ზამთრისთვის ლოზანოს ტრანსფერი დაგეგმა

16-09-2018, 21:50

მადრიდის "რეალი" მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს ფლანგის გაძლიერებას გეგმავს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Don Balon იტყობინება.

წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბის" მთავარი სამიზნე "პსვ ეინდჰოვენის" გარემარბი, ირვინ ლოზანო იქნება. როგორც ცნობილია, მადრიდელებმა უკვე დაიწყეს მექსიკელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა.

გარდა ამისა, "რეალი" კიდევ ერთი ფლანგის ფეხბურთელის დამატებას აპირებს. კერძოდ, ესპანელებს კლუბის აღზრდილის, მარკოს ალონსოს დაბრუნება სურთ. როგორც ცნობილია, ლონდონის "ჩელსი" თავისი მცველის გაყიდვას 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს. შესაძლოა, გუნდებმა ფეხბურთელებიც კი გაცვალონ.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული ლოზანოს დამატებით მადრიდული გრანდის გარდა ასევე კატალონიის "ბარსელონაც" არის დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით