ტოტიმ შესაძლოა კარიერა განაახლოს

16-09-2018, 21:54

მოგეხსენებათ, გასულ წელს "რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. თუმცა, შესაძლოა ის აქტიურ ფეხბურთს კვლავ დაუბრუნდეს.

ესპანური გამოცემა Goal-ის ინფორმაციით, ლეგენდარულ ფეხბურთელს კონტრაქტს ავსტრალიური კლუბი "აპია" სთავაზობს.

ხსენებური კლუბი ნახევრად-პროფესიონალური გახლავთ და იგი ავსტრალიის სამოყვარულო ლიგაში გამოდის. 

შეგახსენებთ, რომ ტოტიმ აქტიური კარიერის დასრულების შემდგომ "რომაში" დაიწყო მუშაობა და იგი ამჟამად კლუბის ელჩი გახლავთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ძალიან სამწუხარო სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მატჩის წინ

დაგვიმეგობრდით