პრემიერლიგაში 110-წლიანი რეკორდი განმეორდა

16-09-2018, 22:01

ხვალ დასრულდება ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტური. საინტერესოა, რომ მიმდინარე ტურში ინგლისის ჩემპიონატის საუკუნო რეკორდი განმეორდა.

კერძოდ, საწყისი ხუთი ტურის შემდგომ ერთბაშად ორ გუნდს აქვს ქულების 100%, 15 ქულა აღებული. მსგავსი შედეგი კი (5-დან 5 გამარჯვება 2 გუნდს) უკანასკნელად 110 წლის წინ, 1908 წელს დაფიქსირდა.

ჯამში, ასეთი შედეგი ინგლისის ჩემპიონატში სულ სამჯერ არის დაფიქსირებული. პირველად ასეთი შემთხვევა 1905-06 წლების სეზონში დაფიქსირდა, მეორედ 1908-09 წლების სეზონში, მესამედ კი მიმდინარე წელს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მაქსიმალური, 15 ქულით პრემიერლიგას ლონდონის "ჩელსი" და მერსისაიდული "ლივერპული" ლიდერობენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით