ხარაიშვილმა “გოტებორგი“ წაგებისგან იხსნა (ვიდეო)

16-09-2018, 22:02

შვედეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ხარაიშვილმა "ელფსბორგს" გაუტანა. ჩვენებური "გიოტებორგის" ძირითადში იყო. 

"ელფსბორგი" 70-ე წუთამდე 2:0 იგებდა, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ჩვენებურის კლუბი ამ ეტაპზე 24 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. 

22 წლის ხარაიშვილს მიმდინარე სეზონში 18 მატჩი და 6 გოლი დაუგროვდა. საგულისხმოა, რომ მისი შეძენის სურვილი "აიაქსმა" გამოთქვა, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ძალიან სამწუხარო სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მატჩის წინ

დაგვიმეგობრდით