რონალდო: "ცოტა დაძაბული ვიყავი"

16-09-2018, 22:12

დღეს გაიმართა იტალიის სერია ა-ს მე-4 ტურის მატჩი, რომელშიც ტურინის "იუვენტუსმა" "სასულოს" სძლია, ანგარიშით 2:1.

მატჩის შემდგომ დუბლის ავტორმა, კრისტიანო რონალდომ პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთან.

"უბედნიერესი ვარ. "სასუოლო" თავს კარგად იცავდა, თუმცა ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ."

"არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ მცირედით დაძაბულობას ვგრძნობდი უგოლო სერიის გამო. თუმცა, თანაგუნდელების დახმარებით ყველაფერი კარგად არის." - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელისთვის ეს რიგით პირველი გოლები გახლავთ ტურინული გრანდის მაისურით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით