რომანიოლი: "ვწუხვარ, ეს ჩემი ბრალი იყო"

28-09-2018, 01:43

სერია ა-ს ეგიდით გამართულ შეხვედრაში "მილანი" "ემპოლის" ეწვია და "როსონერის" დიდი უპირატესობის მიუხედავად, მატჩი ფრედ დასრულდა. მატჩის შემდეგ ალესიო რომანიოლიმ "Sky Sport"-თან ინტერვიუ ჩაწერა.

"მესმის რომ მსგავსი შეცდომა არ უნდა დამეშვა, თუმცა პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ. ის შეცდომა რომ არა, შესაძლოა მოვლენები სხვაგვარად წარმართულიყო".

"მინდა "მილანის" თითოეულ გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო, ყველაფრის გამოსწორებას ვეცდები."

"სასუოლოსთან" აუცილებლად უნდა მოვიგოთ და მსგავსი შეცდომები აღარ გავიმეოროთ. იღბალი ჩვენ მხარეს არ იყო, თუმცა ეს გასასამართლებელი მიზეზი არაა".

"დასრულებული ჯერ კიდევ არაფერია, დაგვიჯერეთ, შედეგი აუცილებლად იქნება!" - განაცხადა კაპიტანმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით