აფრიკის ჩემპიონთა ლიგა მსხვერპლით დასრულდა

18-09-2018, 15:25

აფრიკის ჩემპიონთა ლიგა მსხვერპლით დასრულდა. ანგოლაში, "პრიმეირუ დი გოშტუსა" და "მაზემბე" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 90 წუთის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრები სტადიონის დატოვებას სცდილობდნენ. 

სამართალდამცავების თქმით, მოულოდნელად კარები ჩაიკეტა და ქომაგებმა გასვლა ვერ შეძლეს. 50 ათასი გულშემატკივარი ცდილობდა, რომ სტადიონის ტერიტორია დაეტოვებინა. პოლიციის მისვლის შემდეგ, გასასვლელი კარი გაიღო რასაც საბოლოოდ, ჭყლეტა მოყვა. 

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ გულშემატკივრები გაიქცნენ რის გამოც ცხენები შეშინდნენ და 5 ადამიანი გადათელეს, ხოლო 7 საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით