რივალდო: "ბარსა" უფრო ჩემპიონთა ლიგაზე უნდა კონცენტრირდეს"

18-09-2018, 15:54

ბრაზილიელმა ლეგენდამ რივალდომ, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, "ბარსელონამ" ლა ლიგაზე მეტი ყურადღება ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ მატჩებს უნდა დაუთმოს. 

"მას შემდეგ, რაც "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 3-ჯერ შეძლო გამარჯვება არამგონია, რომ "ბარსელონას" ლა ლიგაზე ფიქრი გამართლებული იყო. ლიგის მოგება ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ძალიან გაახარებთ. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, "ბარსა" უფრო ჩემპიონთა ლიგაზე უნდა კონცენტრირდეს", - განაცხადა სამხრეთ ამერიკელმა. 

შეგახსენებთ, "ბლაუგრანა" დღეს, ლიგაზე "პსვ"-ს დაუპირისპირდება. ვალვერდეს შეგირდები პირველი 3 ქულის მოპოვებას შეეცდებიან. ფაქტია, რომ "კამპ ნოუს" ბინადრები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ტურნირზე პირველობას გადაჩვეულნი არიან. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით