ხულენ ლოპეტეგი: "საუკეთესო თერთმეტეულს გამოვიყვან"

18-09-2018, 16:02

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ბიჭებს "რომასთან" რთული მატჩის ჩატარება მოუწევთ. 

"სასტარტო შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიმიღია, აქედან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით. იმის თქმა შემიძლია, რომ საუკეთესო თერთმეტეულს გამოვიყვან, რომელიც "რომასთან" ბოლომდე იბრძოლებს. 

მე არ ვარ "რომას" მთავარი მწვრთნელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს კლუბი მაქსიმალურად შეეცდება საკუთარი თამაშის ჩვენზე მოხვევას და სიტუაციის კონტროლს, რაც ნამდვილად არ უნდა დავუშვათ", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა. 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგა 18 სექტემბერს იღებს სტარტს. "სამეფო კლუბის" მეტოქე კი, "გლადიატორები" იქნებიან. საგულისხმოა, რომ რომაელებმა გასულ წელს ლიგიდან "ბარსელონა" გააგდეს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით