გურამ კაშიას აკრიტიკებენ, "სან ხოსე" უმწვრთნელოდ დარჩა

18-09-2018, 16:28

ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას გუნდი "სან ხოსე" კრიზისშია. ამერიკული კლუბის ხელმძღვანელებმა თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს. 

გულშემატკივრები თვლიან, რომ გურამ კაშიას ტრანსფერმა არ გაამართლა. ფაქტია, რომ ბოლო ტურში "კანზას სიტისთან" დიდი ანგარიშით დამარცხების შემდეგ, გურამს შეცდომების გამოსწორებისკენ მოუწოდეს. 

კარგი სეზონი აქვს მეორე ლეგიონერს, ვაკო ყაზაიშვილის, რომელმაც 9 გოლის გატანა მოახერხა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. "სან ხოსე" 28 ტურის შემდეგ, 20 ქულით ბოლო ადგილზეა. 

გურამ კაშიამ ქომაგების კრიტიკას უპასუხა. მან განაცხადა, რომ გუნდისთვის სეზონი ფაქტიურად დასრულებულია. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით