მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა

18-09-2018, 22:02

დღეს გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის გახსნითი ტურის მატჩი, რომელშიც კატალონიის "ბარსელონამ" ამსტერდამის "აიაქსს" სძლია.

ესპანური გრანდის მხრიდან პირველი გოლი გუნდის არგენტინელმა ლიდერმა, ლეო მესიმ, საჯარიმო დარტყმის შედეგად მოახერხა.

ჯამში 30 წლის თავდამსხმელს მიმდინარე წლის მანძილზე უკვე 8 გოლი აქვს გატანილი საჯარიმო დარტყმიდან. აღსანიშნავია, რომ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მსგავსი შედეგი სხვა არცერთ ფეხბურთელს არ აქვს დაფიქსირებული.

2018 წლის დასრულებამდე კი კიდევ სამ თვეზე მეტი რჩება. შესაბამისად, მესის აქვს შანსი იმისა, რომ თავისი რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით