კასილასმა ლიგის რეკორდი დაამყარა

18-09-2018, 22:25

დღეს გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის გახსნითი ტურის მატჩი, რომელშიც "შალკე" "პორტუს" უმასპინძლებს.

სტუმართა მხრიდან სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს თამაშს გუნდის ესპანელი კიპერი, იკერ კასილასი.

აღსანიშნავია, რომ 37 წლის მეკარე გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 20 სხვადასხვა სეზონში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ იკერის შემდგომ ყველაზე მეტ სეზონში მონაწილეობა "მანჩესტერის" ლეგენდამ, რაიან გიგზმა მიიღო (19). ხოლო ამ რეკორდის გამეორების ყველაზე კარგი შანსი კრისტიანო რონალდოს აქვს, რომელსაც 15 სხვადასხვა სეზონში აქვს მონაწილეობა მიღებული, ხვალ კი, დიდი ალბათობით, მეთექვსმეტეს დაიწყებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით