ანჩელოტი: "სამუშაო ბევრია, მომდევნო მატჩებისთვის უკეთ უნდა მოვემზადოთ"

19-09-2018, 12:31

ჩემპიონთა ლიგის მატჩში, "ნაპოლი" "ცრვენა ზვეზდას" ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ "ნაპოლის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

"აშკარაა, რომ ბოლო ეპიზოდების დროს საჭირო გადაცემებს ვაგვიანებდით და საერთო ჯამში გუნდმა საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა. სამუშაო და გამოსასწორებელი ბევრია. ბიჭებს მეტი მოტივაცია სჭირდებათ".

"ურთლეს ჯგუფში ვართ და 2 ქულა უკვე დავკარგეთ, ეს რეალობაა, თუმცა ყველაფერი არ დასრულებულა, წინ კიდევ 5 მატჩია. დრამატიზმი საჭირო არ არის, ჯერ-ჯერობით მე-2 ადგილზე ვართ", - განაცხადა ანჩელოტიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით