ალისონ ბეკერი: "ცხოვრება გრძელდება"

19-09-2018, 16:34

"ლივერპულის" ბრაზილიელმა მეკარემ, ალისონ ბეკერმა "პსჟ"-სთან გამარჯვების შემდეგ, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შეცდომებს ყველა უშვებს. სამხრეთ ამერიკელმა გოლკიპერმა მერსისაიდული გრანდის ყოფილი კარის დარაჯი, ლორის კარიუსი დაიცვა. 

"ლორის კარიუსმა ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად იასპარეზა. შეცდომას რაც შეეხება, ყველა ვუშვებთ, ეს ჩვენი პროფესიაა. მაგრამ ცხოვრება გრძელდება", - განაცხადა ალისონმა. 

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ლორისმა გასული წლის ჩემპიონთა ლიგაზა ძალიან მძიმე მატჩი ჩაატარა. ფინალურ შეხვედრაში მან მადრიდის "რეალს" 2 ბურთი გაატანინა. 

დაშვებული შეცდომების შემდეგ, კარიუსი "ბეშიქთაშში" გაანათხოვრეს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით