ედისონ კავანი: "სრუვილი მაქვს, რომ "ლივერპულმა" ლიგა 1-ში ითამაშოს"

19-09-2018, 16:47

"ლივერპულთან" მძიმე მარცხის შემდეგ, "პსჟ"-ს ფორვარდმა, ედისონ კავანიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მერსისაიდული გრანდი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. 

"შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ უნდა ავღნიშო, რომ "ლივერპული" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენ კი, ხან ვიგებთ და ხან ვაგებთ. სურვილი მაქვს, რომ ინგლისურმა გრანდებმა ლიგა 1-ში ითამაშონ. მაინტერესებს, როგორ წარმოაჩენდნენ იქ თავიანთ დონეს", - განაცხადა 31 წლის ურუგვაელმა. 

შეგახსენებთ, "ლივერპულმა" "პარკ დე ფრანსის" ბინადრები 3:2 დაამარცხა. რაც შეეხება კავანის გეტყვით, რომ ის  ლიგა 1-ში 2013 წლიდან გამოდის, როდესაც "პარი სენ-ჟერმენში" "ნაპოლიდან" 64 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით