როდის დაუბრუნდება "მილანს" კალდარა?

6-10-2018, 13:43

ახალგაზრდა იტალიელი ცენტრალური მცველი მატია კალდარა რამდენიმე შეხვედრაა, რაც "მილანს" ვერ ეხმარება. "La Gazzetta dello Sport "-მა კი გაავრცელა ინფორმაცია თუ როდის დაუბრუნდება ის "როსონერის".

კალდარა "კიევოსთან" შეხვედრასაც გამოტოვებს, თუმცა სანაკრებო შესვენების შემდეგ ჯენარო გატუზოს განკარგულებაში იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ მატია დერბიში "ინტერის" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერჯერობით ლომბარდიულ გრანდში ადაპტაციას გადის და რთული სათქმელია იქნება თუ არა "ნერაძურისთან" ძირითად შემადგენლობაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით