მაურისიო პოჩეტინო: "პატივი მეცით!"

19-09-2018, 18:57

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ "ინტერთან" მარცხის შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა. მან ჟურნალისტები გააკრიტიკა და მოუწოდა, რომ სხვის აზრს პატივი სცენ. 

"პატივს არ სცემთ იმ ფეხბურთელებს, ვინც დღეს ითამაშა. ჩემ გადაწყვეტილებებს პატივი ეცით, მე ვარ ამ გუნდის მწვრთნელი. "სან სიროზე" "ინტერი" გავანეიტრალეთ, თუმცა ანგარიშის შენარჩუნება ვერ შევძელით. ეს ხასიათის ამბავია და ამას გამოვასწორებთ", - განაცხადა არგენტინელმა. 

შეგახსენებთ, რომ "მამლებმა" "ნერაძურის" ბარიერი ვერ გადალახა. საგულისხმოა, რომ ინგლისელები 1:0 იგებდნენ, მაგრამ 86-ე წუთზე მაურო იკარდიმ გაიტანა, ხოლო შემდეგ, ვეცინომ ანგარიში 2:1 გახადა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით