ტერ შტეგენი: "ბარსელონა" მარტო მესი არაა"

19-09-2018, 19:10

კატალონიის "ბარსელონას" მეკარემ, ტერ შტეგენმა "პსვ"-ს დამარცხების შემდეგ, კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, "ბლაუგრანა" მხოლოდ მესი არ არის. 

"მესი ყოველთვის ჩანს, ყველამ იცის მისი დონე და მას ვერავინ შეედრება. თუმცა, მიუხედავად მისი სიდიადისა, გუნდში დანარჩენი 10 ფეხბურთელიცაა, რომლებმაც მოგებაში წვლილი შევიტანეთ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ", - განაცხადა გერმანელმა. 

შეგახსენებთ, 18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონი გაიხსნა. "ბარსამ" ჰოლანდიური გრანდი დიდი ანგარიშით დაამარცხა. ვალვერდეს შეგირდება მეტოქე 4:0 დაამარცხეს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით