ნაგელსმანი ლიგის რეკორდსმენია

19-09-2018, 21:03

დღეს იმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი, რომელშიც დონეცკის "შახტარი" გერმანულ "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობს.

აღსანიშნავია, რომ სტუმარი გუნდის მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდსმენია.

კერძოდ, გერმანელი სპეციალისტი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელიც უეფას მთავარ ევროტურნირზე მონაწილე გუნდს წვრთნის.

ამჟამად ნაგელსმანი 31 წლისა და 58 დღისაა. ამ შედეგით კი მან ბორისოვის "ბატეს" ყოფილ მთავარ მწვრთნელ, ვიქტორ გონჩარენკოს აჯობა, რომელმაც პირველად ლიგის მონაწილე გუნდი 31 წლისა და 99 დღის ასაკში გაწვრთნა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით