მარსელინიო: "იუვეს და რონალდოსი არ გვეშინია"

19-09-2018, 21:16

დღეს გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის გახსნითი ტურის მატჩი, რომელშიც "ვალენსია" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინიომ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ჩვენი მეტოქე იტალიაში საუკეთესო კლუბია. ამაზე ორი აზრი არ არსებობს."

"იუვეს ჰყავს ძლიერი შემადგენლობა, რომელსაც ნებისმიერ მატჩში გამარჯვება შეუძლია. ნებისმიერ მეტოქესთან იგი ფავორიტია."

"რონალდოს დამატებით გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა. თუმცა, ჩვენ არც "იუვესი" და არც რონალდოსი არ გვეშინია. მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ." - აცხადებს მარსელინიო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით