პირველად ისტორიაში, რონალდო მოედნიდან გააძევეს

19-09-2018, 23:42

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მატჩი, რომელშიც ანდალუსიის "ვალენსიამ" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლა.

შეხვედრის 30-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა, ფელიქს ბრიხმა "ბებერი სინიორას" ლიდერი, კრისტიანო რონალდო მოედნიდან გააძევა.

აღსანიშნავია, რომ 33 წლის პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად გააძევეს მინდვრიდან. 153 ჩატარებულ შეხვედრაში მას დღევანდლამდე წითელი ბარათი არ ჰქონდა მიღებული.

საინტერესოა, რომ რონალდომ ბარათი საკმაოდ საკამათო სიტუაციაში მიიღო და დიდი ალბათობით, ტურინული გრანდი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით