"სიტიმ" ლიგის ანტირეკორდი დაამყარა

20-09-2018, 01:00

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის გახსნითი ტურის მატჩი, რომელშიც მანჩესტერ "სიტი" შინ ლიონის "ოლიმპიკთან" დამარცხდა, ანგარიშით 1:2.

საინტერესოა, რომ "ქალაქელებმა" ამ მარცხით ჩემპიონთა ლიგის ანტირეკორდი დაამყარეს.

კერძოდ, მანჩესტერ "სიტი" გახდა პირველი ინგლისური გუნდი, რომელმაც ზედიზედ 4 ჩემპიონთა ლიგის მატჩში იწვნია მარცხი.

"სიტი" გასულ სეზონში ჯერ "ბაზელთან" დამარცხდა საკუთარ კედლებში, რასაც 1/4 ფინალში "ლივერპულთან" ორი მარცხი და ტურნირიდან გამოვარდნაც მიაყოლა. დღეს კი, როგორც ხედავთ, ახალი ანტირეკორდი დაამყარა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქართველები მათზე ღირებულები არ არიან". - ირალნდიელებმა ქართველები დაიწუნეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით