არტეტა: "ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ"

20-09-2018, 01:35

დღეს გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩი, რომელშიც "სიტი" შინ "ლიონთან" დამარცხდა, ანგარიშით 1-2.

შეხვედრის შემდგომ "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, მიკელ არტეტამ კომენტარი გააკეთა.

"ორი განსხვავებული ტაიმი გამოვიდა. ჩვენ ბევრი კონტრშეტევა გავუშვით, რამაც განაპირობა მარცხი."

"კვლავ მჯერა, რომ მოგება შეგვეძლო. ცვლილებებმა თამაშზე ზეგავლენა მოახდინა, თუმცა სამწუხაროდ, ეს უკვე დაგვიანებული იყო. იმედი მაქვს, მომავალში მსგავს მომენტებს აღარ გავანიავებთ." - განაცხადა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ "სიტის" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა დისკვალიფიცირებულია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით