"რეალმა" ლიგის რეკორდი დაამყარა

20-09-2018, 01:40

ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის გახსნითი ტურის მატჩი, რომელშიც მადრიდის "რეალმა" იტალიურ "რომას" სძლია, ანგარიშით 3:0.

აღსანიშნავია, რომ "თეთრებმა" დღეს ჩემპიონთა ლიგის მორიგი რეკორდი დაამყარეს. კერძოდ, "სამეფო კლუბს" უკვე ზედიზედ 43 მატჩია, რაც საკუთარ სტადიონზე გოლი გააქვს ევროთასების მასშტაბით.

აქამდე რეკორდი "რეალთან" ერთად ლონდონის "ტოტენჰემს" ეკუთვნოდა. ამ კლუბმა 1961-84 წლებში ზედიზედ 42 მატჩში გაიტანა "ვაით ჰართ ლეინზე" გოლი.

საინტერესოა, რომ "დეზების" რეკორდი 1985 წელსაც სწორედ მადრიდის "რეალმა" დაასრულა, როდესაც გასვლაზე "ტოტენჰემი" ანგარიშით 0-1 დაამარცხა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით