მასიმილიანო ალეგრი: "რონალდუს გაძევებამ ყველაფერი შეცვალა"

20-09-2018, 08:24

"იუვენტუსის" მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, "ვალენსიას" დამარცხების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კრიშტიანუ რონალდუს გაგდებამ თამაშის ტემპი დააგდო.  

"კრიშტიანუ რონალდუს გაძევებამდე, ძალიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით. მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს, ჩვენ გამარჯვება შევძელით. "ვალენსია" კარგი გუნდია. "მესტალიაზე" თამაში ყველას უჭირს, რადგან გულშემატკივრები საოცარ ატმოსფეროს ქმნიან. სწორმა თამაშამა 3 ქულა მოგვაპოვებინა, – განაცხადა იტალიელმა. 

შეგახსენებთ, "ბიანკონერიმ" "ღამურები" 2:0 დაამარცხა. 33 წლის პორტუგალიელი გერმანელმა არბიტრმა მატჩის 29-ე წუთზე მოედნიდან გააძევა. საგულისხმოა, რომ მსაჯმა საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო.  



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით