კაშიამ "სან ხოსეს" უკაპიტნა, ყაზაიშვილმა საოცარი გოლი გაიტანა

20-09-2018, 14:33

20 სექტემბერს, ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას "სან ხოსემ" "ატალანტას" უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3:4 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერები ძირითად შემადგებლობაში იყვნენ. 

"სან ხოსედან" მწვრთნელის გაშვების შემდეგ, სიტუაცია ჩვენებურების სასარგებლოდ განვითარდა. 90 წუთის განმავლობაში კაშიამ ამერიკულ კლუბს უკაპიტნა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა ჩვეულ სტილში მორიგი ულამაზესი გოლი გაიტანა. 

მიუხედავად ლამაზი კომბინაციებისა და მომენტებისა, კალიფორნიელებმა მატჩი მაინც წააგეს და კვლავ, 20 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან. 







კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით