ნიკო კოვაჩი: "ის ფენომენია"

20-09-2018, 14:53

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ლიონელ მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ყოველთვის ასე იქნება. 

"მესი ფენომენია. მასთან ერთად დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი. მსოფლიოში საუკეთესოა და ჩემთვის ყოველთვის ასე იქნება. მას შეუძლია სასწაულების მოხდება და ეს ბევრჯერ დაამტკიცა", - განაცხადა ხორვატმა. 

შეგახსენებთ, არგენტინელმა ვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "პსვ"-ს 3 გოლი გაუტანა და მეტოქე გაანადგურა. ჰოლანდიური გრანდის თავკაცმა, ვან ბომელმა განაცხადა, რომ ლეოს წინააღმდეგ თამაში შეუძლებელია. 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით