ხარაიშვილი შვედეთში ლიდერად ყალიბდება

20-09-2018, 15:02

შვედეთში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ხარაიშვილი, 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ჩვენებურმა "გიოტებორგის" რიგებში "ელფსბორგის" წინააღმდეგ ითამაშა და 87-ე წუთზე პენალტი გამოიყენა.

თერთმეტმეტრიანის გატანის შემდეგ, ჩვენებურის გუნდმა ქულის გადარჩენა მოახერხა. საბოლოოდ, მატჩი 2:2 დასრულდა. საგულისხმოა, რომ ხარაიშვილი მესამედ დაასახელეს საუკეთესოდ. ცნობისთვის, მის ანგარიშზე 18 მატჩი და 6 გოლია.

აღსანიშნავია, რომ გიორგი "საბურთალოს" აღზრდილია. ის ვლადიმირ ვაისის ფორმაციის ნაკრებშიც ასპარეზობდა, თუმცა გამოცდილმა სპეციალისტმა ახალგაზრდა ტალანტი დროებით განაცხადს მიღმა დატოვა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რეალური ტრანსფერი, ჩაკვეტაძე იტალიაში გადადის?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით