ახალი რეკორდები ჩემპიონთა ლიგაში

20-09-2018, 19:08

მადრიდის "რეალისა" და "რომას" დაპირისპირების შემდეგ, რამდენიმე საინტერესო, ახალი რეკორდული ფაქტი დაფიქსირდა.

ისკო თავისი გოლით გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც პირდაპირი საჯარიმო დარტყმით გოლის გატანა შეძლო.

გარეტ ბეილმა ჩემპიონთა ლიგაზდე მე-18 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით პირველ ხუთეულს მიუახლოვდა. ბრიტანელებს შორის, მასზე მეტი გოლი რუნის (30), გიგზს (27), სქოულზს (24), ლამპარდს (23) და ჯერარდს (21) აქვთ. 

მარიანო დომინიკური რესპუბლიკის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი მიითვალა.

სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდული, 37-ე ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

"სამეფო კლუბმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი საკუთარ მოედანზე 12-ჯერ დაიწყო და 12-ვე შეხვედრა გამარჯვბით დაასრულა. 

"რეალმა" გოლი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 43-ე შეხვედრაში გაიტანა, რაც ტურნირის ახალი რეკორდია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით