უეფამ რონალდუს საქმის განხილვის თარიღი დაანონსა

20-09-2018, 19:42

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი, რომელშიც ტურინის "იუვენტუსმა" სტუმრად "ვალენსია" ანგარიშით 0:2 დაამარცხა ტრაგიკული აღმოჩნდა კრიშტიანუ რონალდუსთვის.

"იუვენტუსის" მაისურით ჩემპიონთა ლიგაში გამართულ სადებიუტო შეხვედრაში ჯეისონ მურილიოსთან კონფლიქტის შემდეგ შეხვედრის მთავარმა მსაჯმა კრიშტიანუ მინდვრიდან გააძევა.

პრესაში განიხილებოდა ვარიანტი, რომლის მიხედვითაც რონალდუ თმის მოქაჩვის გამო გააგდეს, თუმცა მსაჯებმა ეს ვერსია უარყვეს. კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან არა თმის მოქაჩვისთვის, არამედ მეტოქისთვის ფეხის ჩარტყმის გამო გააძევეს.

Football Italia-ს ცნობით, უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ისინი რონალდოს წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას აპირებენ.

წითელი ბარათი მხოლოდ მიმდინარე მატჩიდან დისკვალიფიკაციას ნიშნავს, ხოლო   კონტროლის, ეთიკისა და სადისწიპლინო კომისიას შეუძლია დააწესოს შემდეგი სასჯელი თუ შემთხვევას სერიოზულად მიიჩნევენ.

კრიშტიანუ რონალდოს წინააღმდეგ საქმე- "პირდაპირი წითელი ბარათი"  27 სექტემბერს განიხილება.

მოარული ხმების თანახმად, "ბიანკონერი"  მიღებული წითელი ბარათის გასაჩივრებას აპირებდა. უეფა ამ ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ "იუვენტუსი" ამის გაკეთებას გადაწყვეტს, მოგება გაუჭირდებათ, რადგან მათ საკუთარი " აშკარა შეცდომის" დამტკიცება მოუწევთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით