ემრე ჩანი: "ჩვენ ქალები არ ვართ"

20-09-2018, 21:22

ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელმა, ემრე ჩანიმ მედიასთან თანამემამულე მსაჯი, ფელიქს ბრიხი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ წითელი ბარათი არ უნდა გამოეყენებინა. 

"მსაჯმა რონალდუ თმებში ხელის მოკიდებისთვის გააძევა. ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ და ქალები არ ვართ. თუ ეს წითელი ბარათი იყო, მაშინ ყველა წესის დარღვევაზე იგივე სასჯელი უნდა არსებობდეს. რა თქმა უნდა, გაძევება 100%-ით შეცდომა გახლდათ", განაცხადა გერმანელმა. 

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ "ვალენსიასთან" მატჩის 29-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს. აღსანიშნავია, რომ მას 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. 




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით